უეფა ოკუპირებული ყირიმის გუნდების ევროტურნირებზე დაშვებას არ განიხილავს

AutoSharing Option
ამას წინათ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა სიხარულით გვაუწყეს, რომ შეიძლება ყირიმის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდები ევროტურნირებზე დაუშვან.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ამბავი დეზინფორმაცია აღმოჩნდა.

29 მაისს ბაქოში უეფას აღმასკომის სხდომა ჩატარდება და მის დღის წესრიგში რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლების საკითხი საერთოდ არაა შეტანილი.

ყირიმის ნახევარკუნძულის ე.წ. ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი იური ვეტოხა აცხადებდა, რომ მათი ფეხბურთის უეფაში ინტეგრაცია უკრაინის მხარესთან შეთანხმებით განიხილებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები ხომ თვლიან თავის ტერიროტიად ყირიმს? ხოდა ათამაშონ თავიაანთ ჩემპიონატში და ვნახოთ რას დაიჭერენ უეფასგან!!
Geo_Dinamo
09 მაისი 2019 08:56
0

სიახლეები პოპულარული