მაურისიო პოჩეტინო: "რეალის" მწვრთნელობა ოცნებაა, მაგრამ მე უარი ვუთხარი

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ გაამხილა, თუ რატომ თქვა გასული წლის ზაფხულში "რეალის" მწვრთნელობაზე უარი.

"რთულ სიტუაციაში ვიყავი. "რეალის" თავკაცობა ყველა მწვრთნელის ოცნებაა და უარის თქმა მომიწია, რადგან "ტოტენჰემთან" ახალ კონტრაქტს იქამდე მოვაწერე ხელი და ვერაფერს ვერ ვიზამდი.

დენიელ ლევიმ არ მიიღო ჩემი გაშვების გადაწყვეტილება და მე ვერ გავწყვიტე ხელშეკრულება, ვინაიდან ასე ვერ მოვიქცეოდი.

თანაც, პირის გამტეხი მწვრთნელი "რეალს" რაში სჭირდებოდა?", - ციტირებს პოჩეტინოს "ელ პაისი".

"ბლანკოსს" პოჩეტინო მწვრთნელად ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ სურდა დაენიშნა, მისი უარის შემდეგ კი გუნდი ხულენ
ლოპეტეგის ჩააბარეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ არგენტინის ნაკრებს უფრო სჭირდება.
კობა
11:06 09-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული