იაია ტურემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
35 წლის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ საფეხბურთო კარიერის დაასრულა - ამის შესახებ მისმა აგენტმა დიმიტრის სელიუკმა განაცხადა.

მას კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიც "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტია". მან კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო, საბოლოოდ კი ესპანეთი პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტის გამო დატოვა.

"მანჩესტერ სიტიში" მან პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ლიგის თასის მოგება მოახერხა.

იაია ტურეს კოტ დ'ივუარის ეროვნულ ნაკრებში 97 მატჩი აქვს გამართული, სადაც 19 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული