"რეალი" მომავალ სეზონში სახეცვლილი და გაძლიერებული იქნება. ეს უეჭველია. მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდს მნიშვნელოვნად გადაახალისებს. მეკარე კეილორ ნავასსა და თავდამსხმელ გარეთ ბეილს განუცხადეს, რომ ტრანსფერზე დააყენებენ.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლანკოსი" "ჩელსის" ნახევარმცველ ედენ აზარს 100 მილიონ ევროდ შეიძენს, ახლა კი AS-ი ამტკიცებს, რომ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის ყიდვას აპირებს და ამისათვის უკან არაფერზე დაიხევს.
ეს კი არ მოხერხდება, თუ თავად ბრაზილიელმა არ მოინდომა. მას "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "რეალი" მისგან
პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის.
ნეიმარი პსჟ-ში თავს ბედნიერად გრძნობს და "სამეფო კლუბმა" მას დასაყოლიებლად რაღაც არაორდინარული უნდა შესთავაზოს, ეს "რაღაც არაორდინარული" კი ფეხბურთელისთვის (და მისი მამისთვის) იმაზე უფრო დიდი ფულია, რასაც ახლა იღებს.
დახარჯავს ამხელა ფულს პერესი?