"ლივერპულის" ყოფილი მცველი: სანამ დროა, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ კოუტინიო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველი ფილ ტომპსონი "ბარსელონადან" ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს დაბრუნების მომხრეა.

"ჩემი ნება რომ იყოს, კოუტინიოს ახლავე დავაბრუნებდი. ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი.

ყველანი ვხედავთ, რომ "ბარსელონაში" თამაშით უკმაყოფილოა. მარცხნივ ათამაშებენ, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი აკეთებდა. ვფიქრობ, კოუტინიო ვერასოდეს იქნება "ბარსელონაში" ისეთი ბედნიერი, როგორიც "ლივერპულში იყო", - ციტირებს ტომპსონს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონამ" "ლივერპულისგან" 2018 წლის ზამთარში 140 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვათა თუთახშია- შენ მერამდენე ხარ რიგით? რომელიც იოხებთ გულს ბარსას ლანძღვით? შემდეგი ვინ ხართ, ვის მოგიწიათ რიგი? ჩქარა იჩქარეთ არავინ დაგასწროთ. ბარსას როცა ახსენებთ ყველამ, კარგა მაგრა გამოირეცხეთ ეგ პირები. პატივისცემით ბარსა ფანი
barsa
11:43 15-05-2019
3
კოუტინიო ძალიან მეცოდება, რომ ვერ ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს. კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად არ მინდა, რომ წავიდეს, არც რაკიტიჩი.
ბარსა
13:56 14-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული