"ლივერპულის" ყოფილი მცველი: სანამ დროა, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ კოუტინიო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველი ფილ ტომპსონი "ბარსელონადან" ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს დაბრუნების მომხრეა.

"ჩემი ნება რომ იყოს, კოუტინიოს ახლავე დავაბრუნებდი. ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი.

ყველანი ვხედავთ, რომ "ბარსელონაში" თამაშით უკმაყოფილოა. მარცხნივ ათამაშებენ, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი აკეთებდა. ვფიქრობ, კოუტინიო ვერასოდეს იქნება "ბარსელონაში" ისეთი ბედნიერი, როგორიც "ლივერპულში იყო", - ციტირებს ტომპსონს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონამ" "ლივერპულისგან" 2018 წლის ზამთარში 140 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვათა თუთახშია- შენ მერამდენე ხარ რიგით? რომელიც იოხებთ გულს ბარსას ლანძღვით? შემდეგი ვინ ხართ, ვის მოგიწიათ რიგი? ჩქარა იჩქარეთ არავინ დაგასწროთ. ბარსას როცა ახსენებთ ყველამ, კარგა მაგრა გამოირეცხეთ ეგ პირები. პატივისცემით ბარსა ფანი
barsa
15 მაისი 2019 11:43
3
კოუტინიო ძალიან მეცოდება, რომ ვერ ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს. კარგი ფეხბურთელია და ნამდვილად არ მინდა, რომ წავიდეს, არც რაკიტიჩი.
ბარსა
14 მაისი 2019 13:56
0
ბარსელონას ისტორიაში Yველაზე დიდი იმედგაცრუება.
sdfffff
14 მაისი 2019 05:39
5
ბარსელონამ ამ სეზონ ნახევარში ვერ მოიფიქრა როგორ გამოიყენოს ეს ბიჭი. უდაოდ მაგარი ფეხბურთელია,მაგრამ ის არ არის ვინგერი.მას სულ სჭირდება ბურთთან შეხება და ცენტრში ყოფნა. ხოდა ხამივით მოიქცა ბარსელონა,როცა ამის ყიდვას ყველაფრის ფასად ცდილობდა და ახლა გაყიდვა უნდა. იწერება,რომ გრიზმანი შესაძლოა ბარსაში გადავიდესო და არ მინდა ეგ ბიჭიც გააფუჭოს ბარსამ. სანამ ფეხბურთელს იყიდის გუნდი,ჯერ უნდა დაფიქრდეს სჭირდება კი ესათუის ფეხბურთელი. იყიდო კოუტინიო და დაცვითი ფუნქციები შეასრულებინო ცოტა უაზრობაა. რაც შეეხება მის ლივერპულში დაბრუნება,არავის გაუხარდება მისი დაბრუნება არც ენფილდზე და არც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ლივერპულის ფანს.უპრინციპო პიროვნება და ისეთები ატარა წასვლის დროს,რომ კლოპი მას არასოდეს დააბრუნებს. მე მგონი,ყველამ ნახეთ განწყობა ენფილდელების მის მიმართ. ასე ხდება როცა ცოლს დაუჯერებ,რომელსაც თბილ ბარსელონაში დაქალებთან გულავი უნდა და უსწორებ. მიბაძოს ოსკარს და წავიდეს ჩინეთის ჩემპიონატში ფულს იქ რო იხდიან ისეთი უნდა. ჯეი სპრინგი დაბრუნდეს მირჩევნია,ვიდრე ეს უპინციპო კოუტინიო. არადა კლოპმა უთხრა:"თუ ლივერპულში დარჩები იქცევი ლეგენდად,რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ,ხოლო ბარსაში კი ჩვეულებრივი,რიგითი ფეხბურთელი იქნებიო" მართალი რომელი გამოდგა თქვენ გადაწყვიტეთ.
სხვათა თუთაშხია
15 მაისი 2019 07:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული