"ლივერპულის" ყოფილი მცველი: სანამ დროა, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნოთ კოუტინიო

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი მცველი ფილ ტომპსონი "ბარსელონადან" ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოს დაბრუნების მომხრეა.

"ჩემი ნება რომ იყოს, კოუტინიოს ახლავე დავაბრუნებდი. ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი.

ყველანი ვხედავთ, რომ "ბარსელონაში" თამაშით უკმაყოფილოა. მარცხნივ ათამაშებენ, მაგრამ მას არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი აკეთებდა. ვფიქრობ, კოუტინიო ვერასოდეს იქნება "ბარსელონაში" ისეთი ბედნიერი, როგორიც "ლივერპულში იყო", - ციტირებს ტომპსონს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ბარსელონამ" "ლივერპულისგან" 2018 წლის ზამთარში 140 მილიონ ევროდ შეიძინა.