"ბარსელონა" ფელიპე კოუტინიოს 115 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ბარსელონა" ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფელიპე კოუტინიოს 115 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს სამსახურით "ჩელსი" დაინტერესდა, მაგრამ მის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ლონდონური კლუბი სატრანსფერო აკრძალვის გაუქმებას მოახერხებს.

ესპანურმა მედიასაშუალებებმა ისიც გვაუწყეს, რომ "ბარსას" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის ხელში ჩაგდება უნდა და კოუტინიოში გაცვლას შესთავაზებს.

კოუტინიომ ამ სეზონში 53 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, კატალონიურ კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
115 მილიონი რა არის? არაფერი, 215 მილიონად გაყიდონ და უფრო მეტი არ დარჩებათ?
გელა 67
21:13 14-05-2019
1
არ გაუწყალეს ამ კარგ ფეხბურთელს გული? რის გაყიდვა, რა გაყიდვა. დარჩეს და იმ ადგილზე ითამაშოს სადაც მისი ადგილია. ძაან გული დამწყდება ფელიპეზე და რაკიტიჩზე, რომ დატოვონ გუნდი.
vova
20:20 14-05-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული