
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ რონალდოზე ისაუბრა.
"რონალდო ძალიან ძლიერია, მწვრთნელი ალეგრი შეცვალა. განა მწვრთნელი გუნდისთვის რონალდოზე მეტს გააკეთებდა? კრიშტიანო ნამდვილი მოტივატორია, ლიდერი.
მე ვნახე, როგორ მოქმედებდა ნაკრებში: სათადარიგოთა სკამიდან მწვრთნელზე მეტს ყვიროდა. გუნდი აანთო და გაიმარჯვეს.
ვნანობ თუ არა, რომ ვერ დავიმატეთ? ამას ვერ შევძლებდით. ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მემოქმედა", - განუცხადა დე ლაურენტისმა "კორიერე დელო სპორტს".