უკრაინის მეორე ლიგაში "ვინიცის "ნივასა" და ჟიტომირის "პოლესეს" მატჩი (1:2) ჩხუბით დასრულდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე მასპინძელთა გუნდის ფანები შეცვივდნენ, მსაჯ დენის რეზნიკოვს დაუნდობლად სცემეს და საქმეში პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, შეიძლებოდა ინციდენტი ტრაგიკულად დასრულებულიყო.
მსაჯები სტადიონიდან სამართალდამცველებმა კორდონით ძლივს გაიყვანეს.