არგენტინაში ფეხბურთელი მატჩის დროს მსაჯს გონების დაკარგვამდე ურტყამდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის რეგიონალური ტურნირის ერთ-ერთ მატჩში საშინელი ინციდენტი მოხდა.

ფეხბურთელი მატჩის დროს მსაჯს თავს დაესხა და გონების დაკარგვამდე სცემა.

გაბრიელ კორტინესი პოსადენას ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი იყო. ერთმანეთს "მიტრა" და "სპორტინგი" შეხვდნენ. მატჩის მეორე ტაიმში "სპორტინგის" ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელიც 1:3 აგებდა, წითელი ბარათი უჩვენა. მსაჯის ასეთი საქციელი არ მოეწონა "სპორტინგის" მეორე ფეხბურთელს ლუის ანხელ მასიელს და მსაჯს მუშტები დაუშინა.

მსაჯმა რამდენიმე დარტყმა თავში მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო პირიდან სისხლი წამოუვიდა. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარება მივიდა, რომელმაც კორტინესი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა მსაჯი გონებაზე მოვიდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ლუის ანხელს ის პოლიციის შენობაში გადაიყვანე, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ გაუშვეს.

შეხვედრა კი გადაიდო.

altიტალიაში მსაჯმა ფეხბურთელს სცემა და 5 წლით დასაჯეს

altირლანდიელ მსაჯს ნამატჩევს დაუხვდნენ და დაუნდობლად სცემეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული