განაპირა მცველი - XXI საუკუნის ფეხბურთის უმთავრესი რგოლი

AutoSharing Option
ტრენტ ალეკსანდრ-არნოლდის პასი ორიჯიზე გასული კვირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვიდეო იყო.

"ლივერპულის" მცველმა შეამჩნია არეულობა "ბარსას" საჯარიმოში და სწრაფად გაუკეთა გადაცემა პარტნიორს.

ამ ეპიზოდის დამსახურებით, კლოპის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ორიჯიზე გაკეთებული გადაცემა მერვე საგოლე პასი იყო არნოლდისთვის უკანასკნელ 8 შეხვედრაში. ახალგაზრდამ ჩათვალა, რომ ეს არც ისე ბევრი იყო, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში 2 ასისტიც მიითვალა და მცველებს შორის(12) ლიგის ისტორიაში საუკეთესო მეპასე გახდა.

Sportall.Ge

ეს ციფრები ნათლად აჩვენებს განაპირა მცველების გაზრდილ როლს თანამედროვე ფეხბურთში.
"ფულბექები" არა მხოლოდ დაცვითი ფუნქციით არიან დაკავებულები, არამედ მთელ ფლანგს ითვისებენ; და ისინი ძალიან საჭირონი ან ყველაზე მნიშვნელოვნები არიან შეტევის სისტემისთვის.

უფრო კონკრეტულად აღნიშნულ საკითხებზე გარი ნევილი საუბრობს, Sky Sports-ის ექსპერეტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. უმნიშვნელოვანეს თეზისებს ქვევით განვიხილავთ.

4-3-3 სქემის აქტიურად გამოყენებამ მთლიანად შეცვალა თამაშთან მიდგომა. ადრე, 4-4-2 სქემის დროს, მცველების წინ ნახევარმცველები იდგნენ. ასეთი განლაგება გარისთვის ძალიან კომფორტული იყო:

"მე მხოლოდ ვართმევდი ბურთს და პასს ვაძლევდი ჩემი ფლანგის ნახევარმცველს. ის უკვე წინ მიდიოდა და საჯარიმოში აწვდიდა" - იხსენებს ნევილი. იმ დროს განაპირა მცველების მთავარი მიზანი იყო, მოწინააღმდეგე გუნდის ფლანგის მოთამაშეები არ გაეტარებინათ და საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება არ მიეცათ მათთვის.

Sportall.Ge

ნევილის კარიერის დასასრულს "იუნაიტედში" ყველაფერი შეიცვალა. მოურინიომ 4-3-3 სქემა გაავრცელა, პრემიერლიგაშიც რობენის სტილის ფეხბურთელები მომრავლდნენ. ვინგერებმა სტილი შეიცვალეს: ფლანგზე გაქცევისა და კუთხიდან ჩაწოდების ნაცვლად, დაიწყეს კუთხის ჩატეხა, ცენტრში შემოსვლა და იქიდან დარტყმა.

"შეხედეთ სალაჰს, მანეს, ბერნარდუ სილვას. ისინი არა მხოლოდ ასისტენტები არიან, არამედ თავადაც ძალიან ბევრი გააქვთ" - აგრძელებს გარი.

თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველებს ახალი დატვირთვა დაემატათ. ვინგერების ცენტრში შესვლა ზონებს ათავისუფლებს და სწორედ იქ უწევთ მოქმედება "ფულბექებს". ნაცვლად "მივიდა ცენტრამდე-გააკეთა პასი წინ-დაბრუნდა უკან", ახლა ასეა - "მიირბინა ცენტრამდე-მისცა ვინგერს პასი-დაიბრუნა ვინგერისგან ბურთი-შეირბინა თავისუფალ ზონაში" და ა.შ.

კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამ იდეის არგუმენტად გამოდგება. ბეილის გოლის დროს მარსელომ ჩააწოდა. ამ დროს ყველა შემტევი საჯარიმოში იყო (ბენზემა, ბეილი, რონალდო). მარცხენა მცველი კონტრშეტევის ზონასაც ფარავდა. ანალოგიურად იქცეოდა კარვახალი მარჯვნივ.

"რეალის" შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ზიდანმა და მარსელომ შეისწავლეს რობერტო კარლოსის თამაში და თავიანთ გუნდს მოარგეს. მაგრამ ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას გავლენა მხოლოდ მადრიდულ კლუბზე არ მოუხდენია.

"ის, თუ როგორ გამოიყურება დღეს განაპირა მცველის პოზიცია, რობერტო კარლოსისა და კაფუს დამსახურებაა" - ამბობს ნევილი.
შანსების შემქმნელ (Big Chances) ტოპ-20 ფეხბურთელს შორის ინგლისის პრემიერლიგაში 5 განაპირა მცველია. ლიდერი ფრეიზერია 28 შექმნილი შანსით, აზარმა იგივე 18-ჯერ გააკეთა, ენდრიუ რობერტსონი - 15, ლუკას დინი - 13  და ა.შ. აქედანაც ჩანს, რომ მცველები შემტევებს დიდად არ ჩამორჩებიან.

განაპირა მცველების ნიჭს განსაკუთრებულად იყენებს იურგენ კლოპი. "ლივერპულის" საუკეთესო ასისტენტები ენდრიუ რობერტსონი და ტრენტ ალეკსანდრ-არნოლდი არიან. მათ ჯამში 23 საგოლე პასი გააკეთეს (მაგალითად, შედარებისთვის რომ ავიღოთ 1998/99 წლების სეზონი, დევიდ ბექჰემსა და პოლ სქოულზს ჯამში 21 საგოლე გადაცემა ჰქონდათ და ეს იყო საუკეთესო მაჩვენებელი). ამასთან, ინგლისელი არნოლდი უფრო მეტად თავით დასარტყმელ გადაცემებს აკეთებს, ხოლო შოტლანდიელი რობერტსონი დაბალ პასებს აწვდის პარტნიორებს.

შეტევაში ასეთი ჩართვები ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოითხოვს - კარგ ტექნიკასა და იდეალურ ფიზიკას - ტოპ-კლასის განაპირა მცველი 12-13 კმ-ს დარბის თამაშში და 15-20 აჩქარებას აკეთებს.

ფორმაციის ცვლილებამ დაცვაში თავის ტკივილი გააჩინა. თუკი "ფულბეკი" "ვინგერს" ეთამაშება, დამცველი მზად უნდა იყოს სიტუაციის რამდენიმე სახით განვითარებისთვის: ოპონენტს შეუძლია ჩააწოდოს, დრიბლინგით გასცდეს მას ან საჯარიმოს გარედან დაარტყას.
ინგლისის ტოპ-6 გუნდში ართმევების მხრივ საუკეთესოები განაპირა მცველები და ცენტრალური ნახევარმცველები არიან.

გამონაკლისია "არსენალი", რადგან "მეთოფეები" 3 ცენტრალური მცველით თამაშობენ და იქ განაპირა მცველებს სხვა ფუნქციები აქვთ.
"მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ავდგე და დავიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩემ დროსაც მიწევდა იმავეს კეთება, მაგრამ ეს ტყუილი იქნება.

თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველებს უფრო მეტი სირთულე აქვთ, ვიდრე ჩემს წლებში" - გულწრფელად აღიარებს ინგლისის 8-გზის ჩემპიონი.
"ფულბეკების" განვითარებას ხელი პროგრესულმა მწვრთნელებმა შეუწყვეს. 4-4-2 სქემასთან განშორება არა მხოლოდ გადატრიალებას ნიშნავდა ფეხბურთში, არამედ ამან ინგლისის პრემიერლიგაში ბრიტანელი მწვრთნელების ეპოქაც დაასრულა. ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 7 გუნდს ჰყავს ინგლისელი, ირლანდიელი ან ჩრდილოირლანდიელი მწვრთნელი. საკუთარ თავზე შეყვარებული, კონსერვატორული დიდი ბრიტანეთისთვის ეს კატასტროფულად ცოტაა.

პრემიერლიგაში განაპირა მცველების ფუნქციების მხრივ მთავარი ინოვატორები იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა არიან. უფრო ზუსტად, ორივე მწვრთნელის მიდგომა გერმანელმა დაახასიათა:

"ისინი ნახევარფლანგზე თამაშობენ და მუდმივად მაღლა უნდა იყვნენ აწეულნი. ზოგჯერ ისინი "ვინგერების" როლს თამაშობენ, ზოგჯერ - ცენტრალური ნახევარმცველის" - თქვა იურგენმა. როგორც ჩანს, კლოპმა გვარდიოლას გერმანიაში ჩატანილი სტილი კარგად შეისწავლა და კონტრშეტევის ისეთ სტილზე თქვა უარი, რასაც დორტმუნდის "ბორუსიაში" იყენებდა.

ნევილი იხსენებს, რომ "მატყუარა" ფულბეკები პირველად 2014 წელს ნახა, როცა მიუნხენში "ბაიერნმა" ადვილად დაამარცხა "იუნაიტედი". ალაბა და ლამი რეგულარულად შედიოდნენ ცენტრში. განსაკუთრებით კარგად ამას გერმანელი აკეთებდა: ის გაიტყუებდა ხოლმე უელბეკს, მოაშიშვლებდა ფლანგს და რობენს ევრასთან ერთი-ერთზე ტოვებდა.

ასეთი გადასვლები გარისთვის შოკი იყო. პეპმა არა მხოლოდ გადაიტანა აღნიშნული იდეა ინგლისში, არამედ რაციონალურად შეცვალა კიდეც. ახლა დაცვის ფლანგებზე მშვიდად თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზინჩენკო და დელფი არიან. არადა, ისინი "სიტიში" ნახევარმცველებად მივიდნენ.

Sportall.Ge

გვარდიოლას ხედვა ასეთი იყო: დაცვითი უნარ-ჩვევები ყველას შეგიძლია განუვითარო, ხოლო მოედნის ხედვა და სწორი გადაადგილების
უნარი ფეხბურთელს ნაგულისხმევად უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით ნათლად დასანახი ზინჩენკოს პროგრესია: ზაფხულში შესაძლო იყო ძალიან იაფად დაეტოვებინა გუნდი, თებერვალში კი ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "ჩელსის" წინააღმდეგ, გახდა ინგლისის ლიგის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე და კლუბში თვის ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

"სიტიში" განაპირა მცველებს თავდამსხმელების ფასად ყიდულობენ" - გასულ ზამთარში წუწუნებდა ჟოზე მოურინიო. შეიძლება "განსაკუთრებულ" პორტუგალიელს დავეთანხმოთ, მაგრამ თუ განაპირა მცველს პროგრესირება შეუძლია, მასში გადახდილი 70, 80 თუ 100 მილიონი თანამედროვე ფეხბურთში მალე ნორმად ჩაითვლება.

მომზადებულია sports-ის მიხედით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინგერი მომწონს, ნეტა რა არის?
დათო
20:17 17-05-2019
0
კოსტავა გეთქვა რაღა კალცი გაიხსენე
თენგიზი
15:23 17-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული