ზლატანი არ მშვიდდება, შვედი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლოს ანჟელეს გელექსის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის ორ მატჩს გამოტოვებს. რისი მიზეზიც "ნიუ იორკ სითისთან" ჩადენილი საქციელი გახლავთ.

მატჩის 86-ე წუთზე "ნიუ იორკ სითის" კართან სახიფათო მომენტი იყო, მეკარე შონ ჯონსონი იბრაჰიმოვიჩს დაეჯახა, შვედმა საპასუხოდ ყელში ძლიერად მოუჭირა კიპერს და ჯონსონიც ძირს დაეცა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა MLS-ის ეთიკის კომიასიამ "იბრას" საქციელი არასპორტულად შეაფასა და 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა კალიფორნიელთა თავდამსხმელი.

შეხვედრა "ნიუ იორკ სითიმ" მოიგო ანგარიშით- 2:0. ორივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა.

"ზლატანი ნიჭიერი ფეხბურთელია
- მან ყოველთვის იცის რას აკეთებს. ის ჭკვიანი ბიჭია და თქვენც იცით, ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია- თქვა ნიუ იორკელთა მეკარემ თამაშის შემდეგ.

მეც იმედგაცრუებული ვიქნებოდი მის ადგილას. ვერ გამატყუნებ მას სწორედ იმ იმედგაცრუების გამო, რასაც თამაშის იმ მომენტში გრძნობდა."

ზლატანს მსგავსი ქმედების გამო კონფლიქტი "რეალ სალთ ლეიქის" მცველ ნედუმ ონუოჰასთან მოუვიდა, ვისაც დაემუქრა კიდეც.


მომზადებული BBC-ს მიხედვით

altზლატან იბრაჰიმოვიჩი ფორმაშია - გოლი გააქვს და ჩხუბობს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია,ეს კიკინა ძაღლი.
სოსო
12:36 03-06-2019
0

სიახლეები პოპულარული