"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.
39 წლის კატალონიელმა ყატარის "ალ სადში" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანის "პერსეპოლისთან" (0:2) ითამაშა.
ხავიმ "ბარსელონას" ღირსება 767 მატჩში დაიცვა, "ფურია როხაში" კი 133-ჯერ ითამაშა.
მან რვაჯერ მოიგო ლა ლიგა, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას და ამდენივეჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ხავი 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2008-სა და 2012-ში ევროპის ჩემპიონი გახდა.