"რეალმა" ლუკა იოვიჩის ტრანსფერში 100 მილიონის გადახდაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "აინტრახტის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის "რეალში" გადასვლა ამას წინათ გადაწყვეტილად გამოცხადდა, ტრანსფერი შეიძლება ჩაიშალოს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის, ჟოზეპ პედრეროლის ცნობით, "რეალს" "აინტრახტის" მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ევრო ეძვირა.

არაა გამორიცხული, იოვიჩის სამსახურით "ბარსელონა" კვლავ დაინტერესდეს.

21 წლის სერბმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული