"ჩელსიმ" "რეალს" ედენ აზარი 100 მილიონამდე ჩამოუფასა

AutoSharing Option
"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "ჩელსი" მზადაა, ნახევარმცველი ედენ აზარი 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ადრე "ჩელსი" ბელგიელს უფრო ძვირად აფასებდა, მაგრამ იძულებული გახდა, სატრანსფერო თანხა დაეკლო, ვინაიდან მას კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და თანაც, აუცილებელია ფინანსური ფეარ-პლეის წესები დაიცვას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალმა" აზარის თაობაზე "ჩელსისთან" შეთანხმებას მიაღწია და ამას ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს.

პრემიერლიგის გასულ სეზონში ედენმა 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
21-ეე საუკუნის საფეხბურთო, მონათმფლობელობა!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული