"ჩელსი" მზადაა მენეჯერი მაურიციო სარი გაუშვას, ოღონდ მხოლოდ კომპენსაციის სანაცვლოდ - ამის შესახებ "ტელეგრაფი" იუწყება.
სარის "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ისედაც მოხსნას უპირებენ და ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში იქით მოუწევდათ კომპენსაციის გადახდა, ახლა კი შესაძლოა, თანხა მიიღონ.
სარის სამსახურით "იუვენტუსია" დაინტერესებული, "ჩელსის" კი, სავარაუდოდ, "დერბის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს.
გასულ სეზონში "ჩელსი" პრემიერლიგაში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის ფინალს უწია.