"მესამე სეზონში 8 თვე ხელფასს არ მიხდიდნენ. მაშინ ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 60 ათასი დოლარი იყო.
პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ ვალერი გეორგის ძემ მთხოვა, გასამრჯელოს განახევრებას დავთანხმებულიყავი. მითხრა: "აი, შენ ჩემი ხელი, თუ გუნდს პრემიერლიგაში დააბრუნებთ, ხელფასს გაგიორმაგებ". პირობა არ შეასრულა. ცოტა მომიმატა, 35 ათასამდე.
დავალიანება არ გამისტუმრა. პირადად დავურეკე, მან კი მიპასუხა: "დიმ, მე ფული არა მაქვს, ჩემს ფულს ხომ ვერ
მოგცემ". რა უნდა მექნა, კარგი-მეთქი", - ციტირებს ხომიჩს ტელეარხი "კრასავა" "იუთუბზე".
გაზაევი ამჟამად გოსდუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.