სხვადასხვა საინფორმაცია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მცველი სერხიო რამოსი "რეალიდან" აბარგებას აპირებს.
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხუანფე სანსი ამტკიცებს, რომ სერხიოს არ მოსწონს გუნდში რაც ხდება და ამიტომ სურს ნავთსაყუდელის გამოცვლა, თუმცა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან არ უსაუბრია.
As-ი ირწმუნება, რომ რამოსს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა ბლანკოსის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან და აქ საქმე ფინანსებს არ ეხება.
33 წლის რამოსის სამსახურით ევროპის რამდენიმე წამყვანი (მათ შორის მანჩესტერი და ლივერპული) და ერთი ჩინური კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ყველაზე მეტად მისი დამატება "იუვენტუსს" უნდა, რომლის თავდამსხმელმა
რონალდომ პირადად სთხოვა ანიელების ოჯახს მისი შეძენა.
"რეალში" სერხიოს წლიური ხელფასი 12.5 მილიონი ევროა, კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი - 80 მილიონი.