დავით ლორიამ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ქართული წარმოშობის 37 წლის ყაზახმა მეკარემ, დავით ლორიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დავით ლორია ბოლოს "ოკჟეტპესში" ირიცხებოდა, თუმცა გამოჯანმრთელება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, აქტიურ სპორტს დამშვიდობებოდა.

დავით ლორიას ყაზახეთის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარედ თვლიან და მართლაც, ძნელია გახსენება, სხვა რომელი ყაზახი მეკარე მიუწვევიათ პსვ ეინდჰოვენში. ლორიას უთამაშია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია და შვედეთი. 15 წლის ასაკში დებიუტი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა.

ყაზახეთის ეროვნული ნაკრების რიგებში 45 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 2-ჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა საქართველოში გაიმართა, "დინამო
არენაზე", პირველად 2005 წელს, ხოლო მეორედ 2016 წელს. სხვათა შორის, 2005 წელს გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ დასრულდა (0:0), ყაზახეთის ეროვნულმა გუნდმა თავის ისტორიაში პირველი ქულები მოიპოვა ევროპის მასშტაბით.

დავით ლორიამ კარიერის დასრულების შესახებ საზოგადოებას "ფეისბუქის" საშუალებით ამცნო. როგორც ყაზახური მედია ამბობს, დავითს "კაირათიდან" შემოთავაზება აქვს და ის კლუბის სისტემაში იმუშავებს.

მომზადებულია sputniknews.kz-ის მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული