რონალდო სერია A-ს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანეს

AutoSharing Option
ანალიტიკურმა კომპანია Opta Sports-მა იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო არ შეიყვანა.

რონალდომ თავის პირველ იტალიურ სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

მცველები: ჟოაო კანსელუ (იუვენტუსი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალეკსანდარ კოლაროვი (რომა)

ნახევარმცველები: ალეხანდრო გომესი (ატალანტა), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), ფაბიან რუისი (ნაპოლი)

თავდამსხმელები: იოსიპ ილიჩიჩი, დუვან საპატა (ორივე ატალანტა), დრის მერტენსი (ნაპოლი)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამაშია საქმეს-ს დღეს თბილისში კაკლისოდენა სეტყვა წამოვიდა და გავიგეთ დაზუსტებული ინფორმაციით, რომ მესის მოუწყვია ეგ ყველაფერი, (ამაშია საქმე, შენ ხომ ყველაფერს რაც ფეხბურთში ხდება და მის გარეთ უარყოფითი, მესის აბრალებ) რა ვიცით ეგება და მესიმ მართლა დაგვსეტყვა!
ვოვა
18:45 28-05-2019
0
ბატონო ვოვა მფრინავი კრიშტიანოს იმიტომ შევარქვი,რომ გამოკვლეულია ნბა-ს კალათბურთელებზე მაღლა ხტება,150 გოლამდე აქვს თავით გატანილი,ხოლო შარშან იუვესთან 2,5 მ სიმაღლიდან ისეთი მაკრატელა გაიტანა გაოცებულმა იუვეს ფანებმა ოვაცია მოუწყვეს.ან წელს ატლეტიკოსთან მოხდენილი სასწაული.ფეხბურთი ხომ ამისთანა მომენტებისთვის გვიყვარს. პ.ს.ანალიტიკური კომპანიის ეს სისულელე განასხილვადაც არ ღირს.
ამაშია საქმე
13:44 28-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული