პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.
რადიო RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენთან" ნეიმარის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებას.
"ბარსა" მზადაა, ტრანსფერში ფორვარდი უსმან დემბელე ჩართოს.
ჟურნალისტის მტკიცებით, მოლაპარაკება ახლახან დაიწყო და პარიზულ კლუბს ბრაზილიელი ლეგიონერის გასხვისება არ სურს.
თუმცა, თავად ფეხბურთელს უნდა "ბარსელონაში" დაბრუნება და ამას კატალონიური გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის, მისი ლიდერი ლეო მესი მიესალმებიან.
ნეიმარი "ბარსელონას" ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, ხოლო შემდეგ პსჟ-მა 222 მილიონ ევროდ შეიძინა.
დემბელე კი "ბლაუგრანამ" 105 მილიონად იყიდა და
"დორტმუნდში" მისი მწვრთნელი პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი თომას ტუხელი იყო.