ქვეყნებს, რომლებიც კოსოვოს საკუთარ მოედანზე არ მიიღებენ, UEFA სანქციებით ემუქრება

AutoSharing Option
UEFA იმ ქვეყნებს, რომლებიც კოსოვოს ნაკრებსა და კლუბებს საკუთარ ტერიტორიაზე არ მიიღებენ, სანქციებით ემუქრება.

ალექსანდრე ჩეფერინის განცხადებით, ახალი წესების მიხედვით, UEFA-ს წევრი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, კოსოვოს ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს უმასპინძლოს საკუთარ ტერიტორიაზე და ესტუმროს კოსოვოში.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა კოსოვოს საფეხბურთო კლუბებს ან ეროვნულ ნაკრებებს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ მიიღებს, შესაძლებელი იქნება ნეიტრალური ტერიტორიის მოთხოვნა.

კოსოვო UEFA-ს წევრი 2016 წელს გახდა. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა. საქართველო გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში
საქართველოს, ბელორუსსა და მაკედონიასთან ერთად კოსოვოს ნაკრებიც იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა, რა სანქციებია? იქნება, არც ისე მნიშვნელოვანი?
ნანა
01:49 01-06-2019
0
სანქციებიც ჩამოწერეთ ბარემ! ჩეფერინი კი ამბობს, მაგრამ მარტო ჩეფერინი არ წყვეტს ამ საკითხს!
გამგე
18:31 31-05-2019
1

სიახლეები პოპულარული