ალექსანდრე ჩეფერინის განცხადებით, ახალი წესების მიხედვით, UEFA-ს წევრი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, კოსოვოს ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს უმასპინძლოს საკუთარ ტერიტორიაზე და ესტუმროს კოსოვოში.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა კოსოვოს საფეხბურთო კლუბებს ან ეროვნულ ნაკრებებს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ მიიღებს, შესაძლებელი იქნება ნეიტრალური ტერიტორიის მოთხოვნა.
კოსოვო UEFA-ს წევრი 2016 წელს გახდა. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა. საქართველო გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში