უცხოელი ფეხბურთელების სახელები, რომლებიც ქართულად სასაცილოდ ჟღერს

AutoSharing Option
ფეხბურთელების სახელები რა სასაცილოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიანაც სახალისოა უცხოელი ფეხბურთელების მაისურებზე ამოტვიფრული სახელები და გვარები, რომლებიც ქართულში სიტყვის მნიშვნელობას ატარებენ და არა სახელის ან გვარის…

ცნობილ ფეხბურთელებში ცოტაა ისეთი, ვისი სახელიც ქართულ რომელიმე სიტყვასთან ასოცირდება, მაგრამ ნაკლებად ცნობილებში ასეთი ძალიან ბევრი აღმოვაჩინეთ და საუკეთესოებს წარმოგიდგენთ…

1. Kardo Aso

ამ ფეხბურთელის მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ მის სახელზე ნამდვილად გაეცინებოდათ ქართველებს; ყველა მათგანს თუ არა, მეცხრეკლასელებს მაინც, რომლებიც ახლა სწავლობენ ანატომიას. კარდო შვედეთის მოქალაქეა და 24 წლისაა. ის შვედეთის ლიგის
პირველ დივიზიონში მოღვაწეობს…

Sportall.Ge

2. David Goodwillie

დევიდი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომლის გვარიც ჰიპერმარკეტების ქსელ "გუდვილს" გაგვახსენებს და გულიანად თუ არ გაგვაცინებს, გაგვაღიმებს მაინც იმის წარმოდგენა, რამდენად საოცარი იქნებოდა, ამ ჰიპერმარკეტების ქსელის სახე დევიდი რომ ყოფილიყო…

Sportall.Ge

3. Bote Baku

ბოთე ბაკუ მაინცში დაბადებული 21 წლის ფეხბურთელია, რომლის სახელიც რიკოთის დასავლეთით მცხოვრები ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ სიტყვას გაგვახსენებს… ბოთე ეძახეთ და, მაინცის გუნდში კი თამაშობს 34-ნომრიანი მაისურით…

Sportall.Ge

4. Cha Cha Namdar

ეს ირანული წარმოშობის ფეხბურთელი ამერიკაში მოღვაწეობდა. ის ახლა 62 წლისაა და ამერიკული ახალგაზრდა გუნდების გაწვრთნითაა დაკავებული. ის თითქმის ყველა სურათში სახეგაბადრულია. ალბათ, ფეხბურთთან ერთად, ჭაჭაც აბედნიერებს…

Sportall.Ge

5. Kefa Kisala

გაგიკვირდებათ და, ეს ფეხბურთელი არასდროს მიუწვევიათ უგანდის ტელევიზიის გენიალურ გადაცემა Morning Breeze-ში. კეფა კისალამ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა უგანდის ნაკრების მაისურით, თუმცა ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის…

Sportall.Ge


altსასაცილო ფოტოშარჟები ინგლისი-კოლუმბიის მატჩის შემდეგ [PHOTO]

altყველაფერს ფულით ვერ იყიდი! - ჩემპიონთა ლიგის სასაცილო ანიმაციები [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბოზოვიჩი, კლეო, იტანჯე, დემონი , კაკუტა,კუტალია :D
naruto
01 ივნისი 2019 16:33
2
იტანჯე დაგავიწყდათ, ნიგერიის ნაკრების მეკარე იყო ტიპი და ზურგზე “იტანჯე“ ეწერა თან მართლა იტანჯებოდა იმ თამაშში XDD
Niangi
01 ივნისი 2019 22:39
0
ქუთაისში აქვს ნათამაშები, ლანსის შემადგენლობაში... ვაბშე არ უტანჯია...
111
28 დეკემბერი 2019 12:16
0
ლივერპულში თამაშობდა 3 წელი. და სკამზე იტანჯდებოდა. კამერუნელი იყო და არა ნიგერიელი. იყო ესეთი იტალიელი გვარით ნესტო. ხორვატი ბოზოვიჩი. მარა ყველაზე მეტად ვღადაობდი ოთხ ასოიან ხორვატიულ გვარებზე ერთი ხმოვნით: სრნა, პრსო და ეგეთები.
huh
31 დეკემბერი 2019 20:44
0
1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში,რუმინეთის ნაკრებში თამაშობდა ფეხბურთელი,რომლის გვარი იყო დუმიტრაკე.
ტოტო
01 ივნისი 2019 19:43
0
კირან ტრიპერი
შაკო
01 ივნისი 2019 22:50
3
ადრე იყო კოტაიკში სომეხი ფეხბურთელი არა ადამიანი.
გე
01 ივნისი 2019 19:01
0
ნიანგი...:)
saba
01 ივნისი 2019 17:49
0
დრინქვოტერი
ქომაგი
02 ივნისი 2019 07:38
1
ფეხბურთი იქეთ იყოს და იტალიაში მუდამ უკვირთ ქართველ ქალს რატომ ჰქვია -ნინო და მამაკაცები ერთმანეთს რატომ ეძახიან-კაცო :)
saba
28 დეკემბერი 2019 14:37
0
აბდულა სირი
შაკო
01 ივნისი 2019 22:49
1
აბდულასირია და არა აბდულა სირი
vinme
03 ივნისი 2019 12:39
0
ჯანო ანანიძე
ემრე
28 დეკემბერი 2019 12:45
1

სიახლეები პოპულარული