ედენ აზარი ესპანეთშია, მაგრამ "რეალში" პრეზენტაცია გადაედო

AutoSharing Option
ნახევარმცველ ედენ აზარის 3 ივნისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაანონსებული პრეზენტაცია გადაიდო.

As-ის ცნობით, "ჩელსიმ" და "რეალმა" ტრანსფერის თანხაზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აზარი ამ დღეებში ბელგიის ნაკრებში გაემგზავრება და ალბათ, მხოლოდ შემდეგ წარადგენენ ბლანკოსში.

ამჟამად აზარი ოჯახთან ერთად მარბელაზე ისვენებს, სადაც სანაპიროზე ოფიციანტმა "რეალის" მაისურაზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა და სურათიც გადაიღო, შემდეგ კი ხუმრობით ჰკითხა, "ბარსელონაში" ხომ არ გადადიხარო, რაზეც ფეხბურთელმა მოკლედ უპასუხა - არა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არც ერთხელ არ დაუყენებია ბარსას ხელმძღვანელობას საკითხი, აზარის გადმოსვლაზე. სადაც გადავიდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ნამდვილად საწინააღმდეგო არა გვაქვს.
კობა
11:27 01-06-2019
0
არას ისე იძახის, ვითომ ბარსაში ვეპატიჟებოდით რა? ვინც გვინდა ეს არის ნეი!
20

სიახლეები პოპულარული