ევროპა ლიგის ფინალში "არსენალის" დამარცხების (4:1) შემდეგ "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი თანაგუნდელ ედენ აზარის "რეალში" სავარაუდო გადასვლას გამოეხმაურა.
"ახლაც კი ემოციებში ვარ. აზარი თავისი დუბლით ჩინებული იყო და ალბათ, ამ გუნდში 7 წელი ფანტასტიკურად თამაშის შემდეგ დაგვემშვიდობა. ვფიქრობ, ეს ამბავი პრემიერლიგის ყველა ფანს დაამწუხრებს.
"ჩელსიმ" არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა და მე მისი ნაწილი ვიყავი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ", - ციტირებს ფაბრეგასს BT Sport-ი.
აზარმა განაცხადა, რომ "რეალში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო და კლუბების პასუხის მოლოდინშია.