"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ "რეალიდან" "იუვენტუსში" თავდამსხმელ რონალდოს გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"ამაზე სეზონის დაწყებისას ვლაპარაკობდი და ვიღაცა მადრიდში ჩემმა ნათქვამმა გააღიზიანა, მაგრამ ეს სიმართლეა. როგორ შეიძლებოდა იმის გაყიდვა, ვისაც სეზონში 50 გოლი გააქვს?
შედეგად, "რეალში" კრიზისი წარმოიშვა. რონალდოს დაკარგვით კრიზისი ნებისმიერ გუნდში იქნებოდა. რა თქმა უნდა, ლა ლიგას კრიშტიანო ენატრება, რადგან ტოპ-ფეხბურთელები ტურნირს უფრო საინტერესოს ხდიან.
ეს სიმართლეა, კარგი დრო იყო, როდესაც ის აქ თამაშობდა, ვინაიდან ორივენი წლიდან წლამდე სრულყოფილებისაკენ ვისწრაფვოდით. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს", -
განუცხადა მესიმ Fox Sports Radio-ს.