CalcioNapoli24-ის ცნობით, "ნაპოლი" "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, დიეგო კოსტას სამსახურით დაინტერესდა.
გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლიმ" "ატლეტიკოს" საყრდენი ნახევარმცველის, ამადუ დიავარას დიეგო კოსტაში გაცვლა შესთავაზა.
21 წლის გვინეელი დიავარას სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა და მისი თავის გუნდში გადაყვანა ძალიან უნდა "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონეს, აგრეთვე, კლუბის სპორტულ დირექტორ ანდრეა ბერტის.