ჯერ კიდევ "ჩელსის" მენეჯერმა მაურიციო სარიმ იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც იუწყებიან, ის "იუვენტუსს" სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა და სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
"ჩვენთვის, იტალიელებისათვის, სახლთან კავშირი ყოველთვის ძლიერია. უცხოეთში ვგრძნობთ, რომ რაღაც გვაკლია.
ეს მძიმე წელი იყო. მეგობრებთან განშორებაც მადარდებს და მოხუც მშობლებთანაც, რომლებსაც იშვიათად ვნახულობ.
უკვე ასაკში ვარ და არჩევანს პროფესიონალური თვალსაზრისით ვაკეთებ. კიდევ 20 წელი ვერ ვიქნები მწვრთნელი, ვინაიდან ახალგაზრდა არ გახლავართ.
მწვრთნელობა ადვილი საქმე არაა. როდესაც სახლში, ტოსკანაში ვბრუნდები, თავს უცხოდ ვგრძნობ. უკანასკნელი რამდენიმე
წლის განმავლობაში მხოლოდ 30 ღამე მეძინა.
ნეაპოლი მიყვარს. ეს ნეაპოლელებმა იციან. გასულ წელს ინგლისში იმიტომ გადავბარგდი, რათა სხვა იტალიურ გუნდში არ მემუშავა.
რას ნიშნავს ერთგულება? ერთ დღესაც თუ სამუშაოდან დაგითხოვენ, რა უნდა გააკეთო? ყოფილი მეუღლის მიმართ ერთგული დარჩე?
კლუბის ბოლო სიმბოლო ტოტი იყო, მომავალში ასეთი ფეხბურთელი არ იქნება", - განუცხადა სარიმ "კორიერე დელო სპორტს".