სომხეთში ჰენრიხ მხითარიანის გამოსახულებიანი მარკა გამოსცეს

AutoSharing Option
როგორც წესი, მარკებზე დიდი პიროვნებების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ან რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის გამოსახულება აღიბეჭდება, სომხეთში კი "არსენალის" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის გამოსახულებიანი მარკა გამოუშვეს.

სომხეთის ფეხბურთის აკადემიაში ჩატარებულ პრეზენტაციას თვით მხითარიანი დაესწრო. მარკა კანადაში დაბეჭდეს და 40-ათასიანი ტირაჟით გამოუშვეს.

"ჩვენ დავინტერესდით, თუ არსებობს მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების გამოსახულებიანი მარკები და გაირკვა, რომ არც მესის და არც რონალდოს გამოსახულებიანი საფოსტო მარკები არ არსებობს", - განაცხადა სომხეთის ფილატელისტთა კავშირის თავმჯდომარე ოვიკ მუსაელიანმა.

მხითარიანმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4
საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სომხებმა იციან საკუთარის დაფასება! საიუზის დროს სსრკს თასი რომ მოიგეს იმ გუნდს ძეგლი დაუდგეს! ჩვენ ჩემპიონებიც გავხვდით ორჯერ თასიც მოვიგეთ და ევროპის თასების თასიც მაგრამ .....
ვაჟა
12:42 05-06-2019
0
ოვიკ, აბა სად მესი და რონალდო და სად ჰენრიხა, ჰენრიხა ხომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და საერთოდ პირველი მარკა სომხეთში გამოიგონეს))))))))))))))))))))))))))))
llcl
10:17 05-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული