"შახტარი" გუნდის მწვრთნელ პაულო ფონსეკას "რომაში" უფასოდ ვერ გაუშვებს.
Record-ის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა "რომასთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა და კლუბებიც მორიგდნენ.
თუმცა "მეშახტეები" ფონსეკაში 3 მილიონ ევროს ითხოვენ,ა უფრო იაფად არ გაუშვებენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ გაწეული ნაყოფიერი სამუშაოს გამო ადრე უფასოდ გაშვებას დაჰპირდნენ.
ფონსეკას იმდენად უნდა "ჯალოროსიში" გადაბარგება, რომ მზადაა საკომპენსაციო თანხის ნაწილი თავად გადაიხადოს.
მას სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონს დაუნიშნავენ.