რუმინელი ჟურნალისტის, ემანუელ როსუს ცნობით, ფეხბურთის ისტორიაში შეიძლება უნიკალური კონტრაქტი გაფორმდეს.
"სტიაუას" მფლობელი ჯიჯი ბეკალი მზადაა, "ვიტორულს" ნახევარმცველ იანის ჰაჯიში 3.5 მილიონი ევრო შესთავაზოს და თუ 22 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში გადავა, ხელშეკრულების მიხედვით, ყველა მატჩში სასტარტოში იქნება და არ შეცვლიან.
ჰაჯიმ გასულ სეზონში 39 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის "ვიტორულის" კაპიტანია, რომლის მწვრთნელი მისი მამა გეორგე ჰაჯია.