ვირგილ ვან დეიკი: ჩვენი გუნდი ინგლისზე უკეთესი იყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალში, დამატებით დროში ინგლისის 3:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა გააკეთა.

"ვნახოთ, რა იქნება ფინალში. დღეს, როგორც გუნდი, თავს კარგად ვიცავდით.

მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და ასეთი გუნდის დამარცხება შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთესი იყო, უკეთესი მომენტები გვქონდა", - ციტირებს ვან დეიკს BBC-ი.

9 ივნისს პორტუში ფინალში ჰოლანდია პორტუგალიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული