მესიმ საჯარიმოში ლამის ყველა მოატყუა და... - არგენტინამ ამხანაგურ მატჩში 5:1 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 ივნისს არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები გამართეს.

არგენტინელებმა ნიკარაგუას უმასპინძლეს და ანგარიშით 5:1 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა "ბარსელონას" ვარსკვლავმა და ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ, რომელმაც პირველი გოლის ლამის ყველა მცველი მოატყუა საჯარიმოში და ისე შეაგდო.

პირველი ორი გოლი სწორედ მესის ანგარიშზეა, ხოლო ლიონელის მსგავსად დუბლის შესრულება მოახერხა ასევე ლაუტარო მარტინესმაც. მეხუთე გოლი რობერტო ფერეირამ გაიტანა.

ნიკარაგუამ პრესტიჟის გოლი პენალტიდან შეაგდო.

ურუგვაის ნაკრებმა კი პანამას უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მაქსიმილიანო გომესმა გახსნა, რასაც
მეორე ტაიმში უკვე ლუის სუარესის გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში კი ფრედერიკო ვალვერდემ დაფიქსირა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩვენო საყვარელო ლეო! როგორ გეტყობა, რომ ჩ.ლ-ის მერე ხასიათზე არ ხარ. არადა სეზონის დასაწყისში შენი იყო ბურთი და მოედანი! არა უშავს მესი გისურვებ ძალების მოკრებას და კოპა ამერიკის ბოლოს და ბოლოს მოგებას, შენ ამას იმსახურებ! რა ვქნა ყველაფერი მემეტება შენთვის, ბრწყინვალე ფეხბურთელო!
ნონა
15:07 08-06-2019
0
ვაა,ნიკარაგუასთან გოლის გატანა არაა იოლი საქმე.იქეთ არტიომამ ისახელა თავი კერკეტ სან-მარინოსთან.
0000
10:02 09-06-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული