პსჟ-ს ექიმი ლორან ომონი და პროფესორი ჟერარ საილანტი სასწრაფოდ ბრაზილიაში გადაფრინდნენ, სადაც მათი გუნდის თავდამსხმელმა ნეიმარმა ნაკრებში ტრავმა მიიღო.
სპეციალისტების დიაგნოზით 27 წლის ფეხბურთელს კოჭვივის მყესი აქვს დაჭიმული, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და ერთ თვეში მწყობრში ჩადგება.
მან ტრავმა ყატართან ამხანაგურ მატჩში (2:0) მიიღო, შეცვლის შემდეგ მოედანი მედპერსონალის დახმარებით დატოვა და გასახდელში იტირა.
ნეიმარი პოლიციის განყოფილებაში ეტლით მივიდა [VIDEO]
ნეიმარს სცემს გოგონა, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა [VIDEO]