მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა გამოთქვა საკუთარი აზრი ლიონელ მესის შესახებ და ასევე, რჩევა მისცა თავის თანამემამულე ნეიმარს, რომელმაც ტრავმა მიიღო.
"კოპა ამერიკას როგორი ფინალი მინდა? არგენტინის მონაწილეობით. მესი დიადი ფეხბურთელია, ვწუხვარ, მას ნაკრებში არ გაუმართლა. თუმცა, ყველა ყოფილი ფეხბუთელი, მათ შორის მეც, მისით აღფრთოვანებულები ვართ.
რას ველოდები ბრაზილიისაგან? ჩვენ ნეიმარი დავკარგეთ, ამის გამო ატმოსფერო სულ მცირე, დამშვიდდება. იმედია, ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ, თუმცა სამშობლოში ამის გაკეთება რთულია. პრესა და ფანების დიდ ზეწოლას წარმოადგენენ.
რას ვურჩევდი ნეიმარს?
გამოჯანმრთელების პროცესი კარგად დაგეგმოს და მალე დაუბრუნდეს მოედანს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, ბრაზილიელებმა კოპა ამერიკა მოიგონ და ის ნეიმარს მიუძღვნან"- გადმოსცემს რობერტო კარლოსის სიტყვებს Marca.
თავად რობერტო კარლოსმა, რომელსაც ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 125 შეხვედრა აქვს ჩატარებული, კოპა ამერიკა ორჯერ მოიგო - 1997 დან 1999 წლებში.
ნეიმარს ოპერაცია არ დასჭირდება
მესიმ საჯარიმოში ლამის ყველა მოატყუა და... - არგენტინამ ამხანაგურ მატჩში 5:1 მოიგო [VIDEO]