პორტუგალიამ ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივნისს, ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ჰოლანდიას 1:0 მოუგო.

მატჩის წინ ნიდერლანდელთა ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ საფრანგეთს, ინგლისს და გერმანიას მოუგეს და არც პორტუგალიის ძლევა იქნებოდა სიურპრიზი.

პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა არ ათამაშა თავდამსხმელი ჟოაო ფელიში, რომელმაც წინა შეხვედრაში, შვეიცარიასთან თავი ვერ წარმოაჩინა.

ფორვარდმა რონალდომ ეროვნულ გუნდში 158-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ნაკრებში 88 გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში კრიშტიანოს ორჯერ არ დაანება სილესენმა ანგარიშის გახსნა, მე-60 წუთზე კი გუედეშის შორიდან დარტყმული ვერ
მოიგერია და პორტუგალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა.

პორტუგალია ერთა ლიგის გათამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

რონალდომ კარიერაში 29-ე ტურნირი მოიგო, ნაკრებში - მე-2.

პორტუ. "დრაგაო". 43 199 მაყურებელი
პორტუგალია - ჰოლანდია 1:0
გოლი: გუედეში (60)

პორტუგალია: პატრისიუ, ფონტე, გერეირუ, სემედუ, დიაში, დანილუ, კარვალიუ (ნევეში 90+3), გუედეში (რაფა სილვა 75), ფერნანდეში (მოუტინიო 81), ბერნარდუ სილვა, რონალდო

ჰილანდია: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვეინალდუმი, დე რონი (ლ. დე იონგი 81), ფ. დე იონგი, ბაბელი (პრომესი 46), დეპაი, ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
როორ არა სილქ უნივერსალმა აჩვენა გუშინ პორტუგალია ჰოლანდიის თამაში და პორტუგალია პირდაპირ გავიდა ხომ ევროპის ჩემპიონატზე ეხლა და გაინაღდა საგზური.
nika
13:17 10-06-2019
1
ნოდ ჩაგეთვალა.სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ გავხდი ქრიშტიანოს პატივისმცემელი.ეს არის სამშობლოზე შეყვარებული დიდი კაცის სიტყვა.ვინც მას აგინებთ,განსაკუთრებით მესისტები ნახეთ დიდ ფეხბურთელს რამხელა გული ქონია.
ამაშია საქმე
13:05 10-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული