პორტუგალიამ ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივნისს, ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ჰოლანდიას 1:0 მოუგო.

მატჩის წინ ნიდერლანდელთა ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა, რომ საფრანგეთს, ინგლისს და გერმანიას მოუგეს და არც პორტუგალიის ძლევა იქნებოდა სიურპრიზი.

პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა არ ათამაშა თავდამსხმელი ჟოაო ფელიში, რომელმაც წინა შეხვედრაში, შვეიცარიასთან თავი ვერ წარმოაჩინა.

ფორვარდმა რონალდომ ეროვნულ გუნდში 158-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ნაკრებში 88 გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში კრიშტიანოს ორჯერ არ დაანება სილესენმა ანგარიშის გახსნა, მე-60 წუთზე კი გუედეშის შორიდან დარტყმული ვერ
მოიგერია და პორტუგალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა.

პორტუგალია ერთა ლიგის გათამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

რონალდომ კარიერაში 29-ე ტურნირი მოიგო, ნაკრებში - მე-2.

პორტუ. "დრაგაო". 43 199 მაყურებელი
პორტუგალია - ჰოლანდია 1:0
გოლი: გუედეში (60)

პორტუგალია: პატრისიუ, ფონტე, გერეირუ, სემედუ, დიაში, დანილუ, კარვალიუ (ნევეში 90+3), გუედეში (რაფა სილვა 75), ფერნანდეში (მოუტინიო 81), ბერნარდუ სილვა, რონალდო

ჰილანდია: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვეინალდუმი, დე რონი (ლ. დე იონგი 81), ფ. დე იონგი, ბაბელი (პრომესი 46), დეპაი, ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცოვ ლამაზ პორტუგალიელ ხალხს და ამ ქვეყნის და ხალხის დიდ პატრიოტს კრიშტიანო რონალდუს გამარჯვებას.იგი ყველეფერ კარგს იმსახურებს სწორედ თავისი ხალხის დიდი სიყვარულისთვის.ევროპის ჩემპიონი რომ გახდნენ კრიშტიანომ თქვა ყველა პირად ტიტულს დავთმობდი იმისთვის რომ ჩემ ხალხს სიხარული რომ მიმენიჭებიაო.
გაუმარ ჯოს.
03:00 10-06-2019
1
ძვირფასო საიტის რედაქციავ და ჟურნალისტებო, ვაისს და კობიაშვილს მწვავე კითხვებს არ უსვამთ, ის მაინც გაარკვიეთ, თუ ჩემპიონთა ლიგა რატომ აღარ არის საზოგადოებრივზე და გადაულოცეს სილქს, ეს ტურნირი თავის მაშტაბით უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში და ოლიმპიადას უტოლდება, რისთვის ვაფინანსებთ ამ საზოგადოებრივს და რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სილქ-ზე, რომელმაც გუშინ პორტუგალია-ჰოლანდიის თამაში არ აჩვენა, მთელი კვირა საღამო დაგვტოვა ტელევიზიის გარეშე და ბოდიშიც კი არავის მოუხდია, სააბონენტოს კარგად იღებენ, ჭექაქუხილის და ქარის დროს რეპორტაჟები ეთიშებათ, იქნებ დაუსვათ კითხვები და გაარკვიოთ როდემდე გაგრძელდება მომხმარებლის საცინად აგდება
llcl
09:28 10-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული