კილიან მბაპეს "რეალში" უნდა გადასვლა - ტრანსფერის ფასი 230 მილიონია

AutoSharing Option
Abc.es-ი ირწმუნება, რომ პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" სურს გადასვლა.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მამა "ბლანკოსთან" ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

კილიანი თვლის, რომ ნეიმარის დონისაა და გუნდში მასსავით პრივილეგირებული უნდა იყოს. ნეიმარის წლიური ხელფასი 36 მილიონი ევროა დ მბაპესაც ამდენივე სურს ჰქონდეს.

მბაპეს შეძენა "სამეფო კლუბს" დაახლოებით 230 მილიონი დაუჯდება.

გასულ სეზონში მან "პარი სენ ჟერმენში" ყველა ტურნირზე 43 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი კი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ასევე დაგაინტერესებთ