მატიას დე ლიხტი: რონალდომ "იუვენტუსში" გადასვლა მთხოვა - შოკირებული ვიყავი და გამეცინა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდიის დამარცხების (1:0) შემდეგ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი რონალდო მეტოქე გუნდის მცველს, მატიას დე ლიხტს გაესაუბრა.

ეს ამბავი ნიდერლანდელმა თანამემამულე ჟურნალისტს თავად გაუმხილა.

"რონალდომ "იუვენტუსში" გადასვლა მთხოვა. შოკირებული ვიყავი და გამეცინა. თავიდან ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა.

ახლა შვებულებაში გავალ, კარგად მოვიფიქრებ, ჩემთვის რა არის უკეთესი და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემნაირი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ისეთ გუნდშია გადასვლა საჭირო, სადაც სისტემატურად ვითამაშებ", - ციტირებს დე ლიხტს NOS.nl.