
AS-ის ცნობით, "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი პსჟ-ში აპირებს გადასვლას.
გამოცემის მტკიცებით, 19 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული 7.5-მილიონევროიანი გასამრჯელო ეცოტავა დ პსჟ-ში უნდა გადასვლა, სადაც 15 მილიონს ჰპირდებიან.
დე ლიხტი "აიაქსის" აღზრდილია, გუნდში მესამე სეზონი ჩაატარა და გასულ სეზონში 55 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მატიასს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.