მატიას დე ლიხტს "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული ანაზღაურება ეცოტავა

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "აიაქსის" მცველი მატიას დე ლიხტი პსჟ-ში აპირებს გადასვლას.

გამოცემის მტკიცებით, 19 წლის ფეხბურთელს "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული 7.5-მილიონევროიანი გასამრჯელო ეცოტავა დ პსჟ-ში უნდა გადასვლა, სადაც 15 მილიონს ჰპირდებიან.

დე ლიხტი "აიაქსის" აღზრდილია, გუნდში მესამე სეზონი ჩაატარა და გასულ სეზონში 55 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატიასს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეჰეე! ამასაც ნეიმარის სენი შეყრია! ამ ლაწირაკებს როგორ უვარდებათ თავში, რახან გრანდები იწვევენ, თავები უკვე მეგა ვარსკვლავები გონიათ.
2
15 მილიონი7,5 მილონს ბევრად ჯობია,ხოლო პარიზი ბარსელონას.ვერავინ გაამტყუნებს ავადმყოფი ფანების გარდა.
ასეა ეს
10:58 11-06-2019
17

სიახლეები პოპულარული