კატალონიის რადიოს საიტის ცნობით, "ბარსელონამ" "აიაქსთან" მატიას დე ლიხტის ტრანსფერი 75 მილიონ ევროდ შეათანხმა.
ჟურნალისტმა ორიოლ დომენეკმა პროგრამა El club de la Mitjanit-ის ეთერში განაცხადა, რომ კლუბები ყველა დეტალზე მორიგდნენ და ახლა ფეხბურთელია დასაყოლიებელი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული სეზონური 7.5-მილიონიანი ხელფასი 19 წლის მცველს ეცოტავა და პსჟ-ში სურს გადასვლა, რომელიც მზადაა, 15 მილიონი გადაუხადოს.
მატიას დე ლიხტს "ბარსელონას" მიერ შეთავაზებული ანაზღაურება ეცოტავა
მატიას დე ლიხტი: რონალდომ "იუვენტუსში" გადასვლა მთხოვა - შოკირებული ვიყავი და გამეცინა