"რომაში" სამუშაოდ გადასული პორტუგალიელი პაულო ფონსეკას ნაცვლად "შახტარის" მწვრთნელად მისი თანამემამულე ლუიშ კაშტრუ დანიშნეს.
57 წლის კაშტრუს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ის ბოლოს გიმარაეშის "ვიტორიას" თავკაცი იყო, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ევროპა ლიგაზე გავიდა.
ლუიში ადრე "აგედეს", მელიადეს", "ესტარეიეს", "სანჟუანენსეს", "პენაფიელს", "პორტუს" აკადემიას, "პორტუს" დუბლებს, "პორტუს", "რიუ ავესა" და "შავეშს" ედგა სათავეში.
"შახტარმა" "ვიტორიას" კომპენსაციის სახით ან 1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს და ან ამ გუნდში განათხოვრებულ დოდოს იჯარა გაუგრძელოს.
დონეცკური გუნდის ღირსებას ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა იცავს.