ყოფილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა "ატლეტიკოს" ფეხბურთელები პატიმრებს შეადარა

AutoSharing Option
ყოფილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ფერნანდო მენდეშმა "ატლეტიკოს" ფეხბურთელები ფრიად მოსწრებულად პატიმრებს შეადარა.

მენდეში თანამემამულე თავდამსხმელს, ჟოაო ფელიშს "ატლეტიკოში" გადასვლას არ ურჩევს.

"არა მგონია, ფელიშმა "ატლეტიკოში" ტრიუმფს მიაღწიოს. ამ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მეცოდებიან, რადგან პატიმრებივით გამოიყურებიან", - განაცხადა მენდეშმა CMTV-ის ეთერში.

გასულ სეზონში ფელიშმა "ბენფიკაში" 43 მატჩში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, ლისაბონურ კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"ბენფიკა" მზადაა, ის 120 მილიონ ევროდ გაყიდოს.

alt"მანჩესტერ სიტი" ჟოაო ფელიშის შესაძენად გაბრიელ ჟეზუსის გაყიდვას შეეცდება

altრონალდო

"იუვენტუსს" ფელიშის ტრანსფერის გაჩარხვაში დაეხმარება

alt"ბენფიკას" მწვრთნელი: ჟოაო ფელიშს სუპერგმირს ნუ დაუძახებთ

altევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: რონალდოს სამშობლოში მემკვიდრე გამოუჩნდა - 19 წლის ფელიშის ჰეთ-თრიკი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული