მარიო კემპესი: მესი მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა სუპერმენი არაა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა თავდამსხმელების, დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"მარადონა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მესი ჯერ - ვერა. ასეთია რეალობა. თუმცა, მესიმ უკვე ყველაფერი მოიგო და ეს შესანიშნავია.

ყოველთვის იარსებებს აზრი, რომ რადგან მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო, მარადონასთან მისი შედარება არ შეიძლება, მაგრამ სამყაროში მუდამ არსებობდა მრავალი სულელური აზრი. ლეოს დიეგოსთან შესადარებლად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება.

მესი მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, სუპერმენი არაა და ყველაფერს ვერ გააკეთებს. ის დაიღალა ბრალდებებისგან. ნაკრების
ყველა წარუმატებლობაში მას ადანაშაულებენ", - ციტირებს კემპესს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარია რომ მცნობ მაგრამ ჩემი ნათქვამი ან გააბათილე ან დამეთანხმე.წინა დაწერილს გავაგრძელებ მესის 4 მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული და პლეიოფში არცერთი ბურთი გატანილი.მარადონას კი მარტო პლეიოფებში 5 ბურთი.მე პირადად მიმაჩნია მსოფლიო ჩემპიონატებში და ჩ.ლ-ზე გატანილ ბურთებს მინიმუმ 2-ჯერ მეტი ფასი აქვს ვიდრე სხვაგან.განსაკუთრებით ესპანეთის ჩემპიონატში სადაც კლასში უზარმაზარი სხვაობებია.აბა ატლეტიკოსთან კრიშტიანოს მოწყობილი სასწაული და გატანილ სამი ბურთი რამდენს გააქესთუმებს მესის ბურთებს.
პირადად მე ერთ დონეზე ვაყენებ მესის და კრიშტიანოს,რომელთა კაცურ პაექრობაში ბევრი სიხარული და გულდაწყვეტაც მივიღეთ ფეხბურთის მოყვარულებმა, მაგრამ მესისტებს გთხოვთ დაანებოთ თავი ლეგენდებს პელესა და მარადონას რაც მაღიზიანებს და ამიტომ ვიწყებ კრიტიკას.
ამაშია საქმე
13:29 14-06-2019
5
მსოფლიოში საუკეთესო ის არის გვარს არ დავასახელებ ვისაც ნაკრებში 88 ბურთი აქვს გატანილი აქედან მხოლოდ 17 ამხანაგურ თამაშებში,ხოლო მესის 65 ბურთი აქედან 35 ამხანაგურ თამაშებში.
რა სასაცილოები ხართ მესისტები
02:06 14-06-2019
11

სიახლეები პოპულარული