სერბეთის ნაკრების მწვრთნელს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მწვრთნელ მლადენ კრსტაიჩს უკრაინასთან 0:5 განადგურება არ აპატიეს.

ევროშესარჩევის მესამე ტურში სერბეთის ეროვნული გუნდი ლვოვში 0:5 დამარცხდა უკრაინასთან და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ლიეტუვას 4:1 სძლია, კრსტაიჩი მაინც დაითხოვეს სამუშაოდან.

მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

კრსტაიჩმა სერბეთის ნაკრები 2017 წლის ოქტომბერში, სლავოლიუბ მუსლინის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა.

სერბეთის ნაკრების ახალ მწვრთნელს 10 ივლისამდე დანიშნავენ.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ბურთი მაინც გაგეტანათ უკრაინასთან და დაგტოვებდნენ...აგერ ვაისს როგორ ვენდობით ხომ ხედავ, ეცლიათ შენთვისაც რას გერჩოდნენ, ვის არ წაუგია. წაგებებით ისწავლიდი მწვრთნელობას. ჩვენ ვაისს ვასწავლით და მალე ტოპ მწვრთნელი გახდება. ანდა სულაც გაგვეცვალა ჩვენ და სერბებს მწვრთნელები, ეგება გაემართლებინა:)))
"კაროჩე" მოაშორეთ ვაისი, თორემ ვიწყებ შიმშილობას ფედერაციასთან...ვაისის ფიტულს ვაკეთებ და უნდა დავწვა.
emigranti
02:10 14-06-2019
0
ჯერ თავმოყვარე მწვრთნელი თავისით გადადგებოდა,მერე თავმოყვარე ქვეყანა თვითონ გაუშვებდა.სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც ჩვენთვის უცხოა.
კახა ქ.
02:27 14-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული