"ბარსელონა" მზადაა ნახევრმცველ ივან რაკიტიჩს დაემშვიდობოს. ამ ინფორმაციას Cadena SER-ი ავრცელებს.
ამ ზაფხულში "ბარსაში" ფრენკი დე იონგი გადავა და ხორვატი გუნდში ადგილს დაკარგავს. სწორედ ამიტომ უპირებენ გასხვისებას.
ივანს კარგა ხანია "მანჩესტერი" აკვირდება და უახლოეს მომავალში "ბარსელონას" სერიოზული წინადადებით მიმართავს.
გასულ სეზონში რაკიტიჩმა 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
Gazzetta dello Sport: ივან რაკიტიჩი ტურინის "იუვენტუსს" გაურიგდა
"ბარსელონა" ივან რაკიტიჩს ხელფასს არ უმატებს და შესაძლოა, გუნდი დატოვოს