"ნაპოლიმ" პსჟ-ს ლორენცო ინსინიე 100 მილიონად დაუფასა

AutoSharing Option
"ნაპოლი" თავდამსხმელ ლორენცო ინსინიეს იაფად არ შეელევა.

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ნიკოლო შირის ცნობით, პსჟ-მ "ნაპოლის" ინსინიეს ტრანსფერზე მიმართა.

"ნაპოლი" თანახმაა მიყიდოს ფეხბურთელი, მაგრამ 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დაუთმობს, "პარი სენ ჟერმენი" კი 70 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ინსინიემ ამ ზაფხულში ან 2024 წლამდე უნდა გაახანგრძლივოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი და ან გუნდი გამოიცვალოს.

"ნაპოლი" ინსინიეს აგენტთან, მინო რაიოლასთან გამართავს მოლაპარაკებას და მზადაა, ფეხბურთელს ხელფასი 6 მილიონამდე გაუზარდოს.

ინსინიემ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 28 მატჩში 10 გოლი და 6
საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული